ოზი ოსბორნმა გაამხილა, რა სურს, მისი საფლავის ქვაზე ეწეროს. ლეგენდარული ბრიტანელი მუსიკოსი, ოზი ოსბორნი სატელევიზიო გადაცემას Good Morning Britain ესტუმრა. ინტერვიუს მიმდინარეობისას ჟურნალისტმა მას ჰკითხა, თუ რა სურს, რომ გარდაცვალების შემდეგ მის საფლავის ქვას დააწერონ.
"ღამურებს საშინელი გემო აქვთ" - ეს მინდა, რომ ჩემს საფლავის ქვაზე ეწეროს", - უპასუხა ოზიმ.
შეგახსენებთ, რომ ოზი ოსბორნმა 1982 წელს აიოვას შტატში გამართულ ერთ-ერთ კონცერტზე თაყვანისმცემლის მიერ ნასროლ ღამურას კბილებით თავი მოაგლიჯა.