25 წლის მომღერალი სხვა მრავალი ვარსკვლავის მსგავსად თვითიზოლაციაში იმყოფება, თუმცა იმის გარდა, რომ ის სოციალური ქსელის უფრო აქტიური მომხმრებელი გახდა, ჰარი სტაილზმა იტალიური ენის დაულება დაიწყო.
მომღერალმა BBC 1 Xtra-სთან უახლეს ინტერვიუში განაცხადა, რომ თვითიზოლაცია საუკეთესო დროა ჰობის წამოსაწყებად და სწორედ ამიტომ ის იტალიურ და ჟესტების ენას სწავლობს.
„თვითიზოლაციისას ძალიან ბევრი დრო გვაქვს მოვუსმინოთ მუსიკას, ვითამაშოთ ვიდეო თამაშები, მოვუაროთ თავს და წამოვიწყოთ რაიმე ახალი. იმედი მაქვს, როდესაც ეს ყველაფერი ჩაივლის ერთმანეთს სუფთა ხელებით დავხვდებით.“- აცხადებს ვარსკვლავი.