სილამაზის სალონებში სიარული ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა.
გსურთ, რომ იზრუნოთ საკუთარ თავზე და უფრო მიმზიდველები გახდეთ, მაგრამ პანდემიის დროს გარკვეულ პროცედურებზე უარის თქმა მოგიწევთ.
გირჩევთ, გადადოთ სალონში სტუმრობა, ვიდრე სიტუაცია უკეთესობისკენ არ შეიცვლება.
წარმოგიდგენთ იმ პროცედურების ჩამონათვალს, რომლებიც თავის დაზღვევის მიზნით სჯობს აირიდოთ.
თმის სამკურნალო პროცედურები
დაივიწყეთ ის ფაქტორი, რომ თქვენს სტილისტს ძალიან ენდობით. ნორმები იდეალურადაც რომ იყოს დაცული, იქ თქვენამდე სხვა ადამიანიც იქნებოდა მისული, რაც უკვე საფრთხის შემცველია.
ვერ გამოიცნობთ, ის პიროვნება, რომელიც თქვენამდე იყო, იმყოფებოდა საზღვარგარეთ ცოტა ხნის წინ თუ არა ან ჰქონდა თუ არა შეხება უცხოელებთან.
ნებისმიერ შემთხვევაში, სჯობს მიმართოთ თმის მოვლის სხვა საშუალებებს. სხვადასხვა ეფექტის მქონე ნიღბების შეკვეთაც შეგიძლიათ, რომლებსაც სახლიდან გაუსვლელად მიიღებთ.
გვჯერა, რომ თუ სწორად შეარჩევთ, შედეგით არანაკლებ კმაყოფილი დარჩებით.
სახის სამკურნალო პროცედურები
კორონავირუსი რესპირატორული ვირუსია, რომელიც ჰაერწვეთოვანი გზით გადადის.
წარმოიდგინეთ, რამდენად ახლოს შეიძლება მოვიდეს თქვენთან სპეციალისტი, რომელიც სახის გაწმენდას დაიწყებს.
მით უმეტეს, რომ გარკვეულ ეტაპზე ადამიანს სიმპტომები შეიძლება არ აღენიშნებოდეს და თავადაც არ იცოდეს თავისი მდგომარეობის შესახებ.
სილამაზის პროცედურები სახლში ყოფნის დროსაც ეფექტურად შეგიძლიათ ჩაიტაროთ.
მანიკიური
Covid-19-ს შეუძლია ადამიანის ორგანიზმში შეაღწიოს პირის ღრუს, ცხვირის და თვალების მეშვეობით, თუ მათ დაუბანელი ხელებით შეეხებით.
მანიკიურის გაკეთების შემთხვევაში სიტუაციის გაკონტროლება ძალიან რთული იქნება.
იმიტომ, რომ ხელები მაგიდაზე 1 საათის განმავლობაში შეიძლება გეწყოთ.
ამგვარად, მარტივად შეიძლება გამოგრჩეთ მომენტი, როცა სახეს შეეხებით და აღარც გახსოვდეთ.
ჩვენ გირჩევთ, რომ უარი თქვათ მსგავს მომსახურებაზე, თუნდაც ეს იყოს სახლში მისვლით.
იფიქრეთ იმაზე, რომ ფრჩხილებს მანიკიურისგან პერიოდულად დასვენება სჭირდება, რათა უფრო ჯანსაღი იყოს.