ჟურნალმა Playboy-მ დააანონსა, რომ ისინი შეწყვეტენ ჟურნალის ბეჭდური ვერსიის გამოცემას და ნაწილობრივ ამის მიზეზი კორონავირუსია. „ჩვენ გადავალთ ინტერნეტ გამოცემებზე“, – აღნიშნა Playboy-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ბენ კონმა, – ინფორმაციას ამის შესახებ The Hill ავრცელებს.
კონის თქმით, გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ ჟურნალის ბეჭდვა შეწყვეტილიყო, დიდი ხანია განიხილება, თუმცა კორონავირუსმა ეს პროცესი დააჩქარა.
Playboy-მ ჟურნალის გამოცემა წელიწადში 4-ნომრამდე უკვე შეამცირა.