ინდოეთში პოლიციელები მოსახლეობას ხელების სწორად დაბანას ცეკვის დახმარებით ასწავლიან. ამის შესახებ BBC იტყობინება.
კერალას შტატის 6 სამართალდამცველებმა სპეციალური ვიდეო ჩაწერეს, რომელზეც ცეკვას სახელწოდებით „ხელების დაბანა“ ასრულებენ. ვიდეო სოციალურ ქსელებში სწრაფად გავრცელდა.
კერალაში კორონავირუსის 27 შემთხვევაა დაფიქსირებული. შტატის მთავრობა ინფექციის გავრცელების პრევენციაზე მუშაობს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.