საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 43-მდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 43-მდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 43-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზეა განთავსებული.

როგორც ვებგვერდზეა აღნიშნული, ქვეყანაში კორონავირუსის 43 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება, კარანტინის რეჟიმში – 1575 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 274.