სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
‘მძიმე დღეში ხარ პრემიერო!
ალბათ იმ დღეს წყევლი, როცა ბატონმა ჯერ ახალგაზრდების დაბრმავება დაგავალა, მერე ბრძანების გაცემა დაგაბრალა და ბოლოს პრემიერად დაგნიშნა!
მაგ დროს ვერც იფიქრებდი, რომ შენი მმართველობის დროს შეიძლებოდა ასეთი კრიზისი დამდგარიყო, ამხელა საფრთხეებს შეფეთებოდი, ასეთი განწირული ყოფილიყავი, მაგრამ, შენ ვერც მაშინ და ვერც ეხლა ვერ წყვეტ საკუთარ ბედს.
შენ განწირული ხარ!
ზუსტად ვიცი, როგორ გინდა ახლა ოჯახთან ერთად იყო ამ მძიმე დროს, შვილები გაამხნევო, ჩუსტებით იჯდე სავარძელში, ბევრი წიგნი გქონდეს მომარაგებული და სანახავი ფილმების სიას ჩაჰყურებდე, აი ზუსტად ისე, როგორც შენი ბატონი ბიძინაა მოკალათებული (თუმცა ის წიგნებს არ კითხულობს)!
მაგრამ არა, შენ განწირული ხარ!
მანმადე კი, სანამ შენი მძიმე და სამარცხვინო კარიერის დასასრული დადგება, გისურვებ კრიზისის მართვა იმაზე უკეთ შეძლო, ვიდრე ამას შენგან ვინმე ელის. ახლა შენზე ძალინ ბევრი ადამიანის სიცოცხლეა დამოკიდებული და ზუსტად ამიტომ…
დაიძახე თუ სადმე დახმარება დაგჭირდება!
მარტივად მიპოვი. შენი ბიჭები ზოგი ტელეფონზე მისმენს, ზოგი ჩემს ფეისბუქში ცხოვრობს, ნაწილიც ისევ მდარაჯობს თეთრი შკოდით სახლთან!
დაბადების დღეს არ გილოცავ! ვერ გილოცავ და არც მოგილოცავ, სანამ მაკოს ახალი თვალი არ ექნება !!!
აუცილებლად გადავრჩებით