მსოფლიოში პანდემიის გავრცელების გამო, შესაბამისი ზომები სასექსის ჰერცოგინიამაც მიიღო. 35 წლის მეგან მარკლი, რომელიც მეუღლესა და შვილთან ერთად უკვე კანადაში იმყოფება, როგორც აღმოჩნდა, პრევენციის მიზნით შესაბამის ზომებს მიმართავს.
ინსაიდერის თქმით, ყველა ადამიანი, რომელიც ყოფილ მსახიობს ოჯახში ეხმარება, ვალდებულია მუდმივად ატაროს ხელთათმანი.
"ის მოითხოვს, რომ თითოეულმა მათგანმა ჰიგიენის წესები მკაცრად დაიცვას. ამასთანავე, ის აღნიშნავს, რომ ცოლ-ქმარი ბედნიერია, რადგან მათ სამეფო ოჯახთან ერთად დროის გატარების საშუალება მიეცათ,"-აღნიშნავს ის მედიასთან საუბარში.
გარდა ამისა, წყვილი თვითიზოლაციაში იმყოფება და ცოტა ადამიანი თუა, რომელსაც ამ პერიოდში მათთან შეხვედრის საშუალება აქვს.