კარლი ბოიდმა საკუთარი დანიშვნისგან გამოწვეული ბედნიერება ბაბუას გაუზიარა, მიუხედავად იმისა, რომ ის მოხუცებულთა თავშესაფარში, თვითიზოლაციაში იმყოფებოდა, - ეს მომენტი ნამდვილი ინტერნეტ სენსაცია გახდა და facebook-ზე 225,000 მოწონება და 10,000 კომენტარი დააგროვა, - ინფორმაციას ამის შესახებ Sky News ავრცელებს.
ბოიდი ჩრდილოეთ კაროლინიდანაა, ის ექიმი და პარალერულად სტუდენტია, გოგონა ტრევორ სელერსზე დაინიშნა და საკუთარი კმაყოფილება facebook-ის პოსტის საშუალებით ხალხს გაუზიარა: უზომოდ კმაყოფილი ვარ, რომ შევძელი ბაბუის ნახვა, მიუხედავად ვირუსისგან გამოწვეული პირობებისა, მე მაინც შევძელი, რომ მისთვის მემცნო დანიშვნის ამბავი!!
საზოგადოებამ სოციალურ გვერდზე გამოქვეყნებული პოსტი დადებითად პოზიტიურად და დასამახსოვრებელ მომენტად შეაფასა.
ანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.