ლოს-ანჯელესის საოლქო სასამართლომ ნაფიცი მსაჯულების ვერდიქტი გააუქმა. საუბარია რეპ-შემსრულებლის მარკუს გრეის სარჩელზე, რომელიც მან კეტი პერის წინააღმდეგ შეიტანა. ამის შესახებ New York Times-ი წერს.
2019 წლის ზაფხულში ნაფიც მსაჯულთა კოლეგიამ მოღერალსა და მის ხმისჩამწერ კომპანიას 2013 წელს გამოსული სიმღერის Dark Horse-ისთვის ჯარიმის გადახდა დააკისრა.
გრეის მტკიცებით, პერის კომპოზიცია მისი 2009 წელს გამოსული Joyful Noise-ის პლაგიატია.
როგორც მოსამართლემ დაადგინა, მოსარჩელე მხარემ ვერ დაადასტურა მუსიკის მსგავსება, რათა სასამართლოს საავტორო უფლებების დარღვევა ეღიარებინა.
Dark Horse-ი კეტი პერის მესამე სინგლია, რომელიც „ბილბორდის“ რეიტინგის პირველ საფეხურზე 4 კვირის განმავლობაში რჩებოდა. ამ სიმღერით კეტი პერი „გრემზეც“ იყო ნომინირებული. ამ მომენტისთვის სიმღერაზე გადაღებულ ვიდეოკლიპს You Tube-ზე 2,6 მილიარდი ნახვა აქვს.
რაც შეეხება Joyful Noise-ს, ის You Tube-ზე 2011 წელს აიტვირთა და 2,4 მილიონი ნახვა დააგროვა.