რა უნდა უთხრათ მამაკაცს, ჭკუიდან რომ გადაიყვანოთ და მუდამ თქვენზე რომ ფიქრობდეს?
შენთან ძალიან კარგად ვარ
ეს ფრაზა შეგიძლიათ სექსის შემდეგ უთხრათ; ან მანამდე. თუ საყვარელი ქალი ეუბნება, რომ კარგად გაართვა თავი მთავარ მისიას, ამაზე დიდი ბედნიერება მამაკაცისთვის რა უნდა იყოს?
შენ მე აღმაგზნებ
ყველა მამაკაცს სურს, სასურველ ქალში ძლიერ სექსუალურ ლტოლვას იწვევდეს.
შესანიშნავი ხარ
ეს ნიშნავს, რომ თქვენს თვალში ის ლამაზია, ჭკვიანი, სექსუალური და ა.შ.
ჩემო ერთადერთო
მამაკაცური ეგო მეტად სათუთია და ამიტომაცაა მამაკაცი ეჭვიანი. ხშირად შეახსენეთ, რომ არაფრის უნდა ეშინოდეს, რომ ის შეუცვლელი, ერთადერთი და განუმეორებელია.
შენ ისეთი მომთხოვნი ხარ
რაც უფრო ხშირად გაუმეორებთ, მით მოემატება სექსუალური მადა. მან უნდა იცოდეს, რომ თქვენთვის ის სექსის მეფეა.
მუდამ შენზე ვფიქრობ
სასიამოვნოა, როცა შენზე ფიქრობენ. მას სურს, თქვენთვის სამყაროს ცენტრი იყოს. ამ ფრაზით მიახვედრებთ, რომ ის თქვენთვის სულერთი არა.
ჩემი ცხოვრება შეიცვალა, როცა შენ შეგხვდი
მამაკაცმა უნდა იცოდეს, რომ თქვენთვის საინტერესო, სასიამოვნო და ბედნიერების მომტანია. ამას დიდი მნიშვნელობა აქვს მისთვის.
ხანდახან ისეთი ნაზი ხარ
ყველა მამაკაცს სურს, ძლიერი იყოს. ამ ფრაზით ორ კურდღელს მოკლავთ: აგრძნობინებთ, რომ ძლიერი და მამაკაცურია; ამასთანავე - ნაზი, როცა საყვარელი ქალის გვერდითაა.