ვარსკვლავების ქცევა კორონავირუსის დროს არაფრით გამოირჩევა სხვა ადამიანების ქცევისგან. ერთი შეხედვით ჩანს, რომ ცნობილი ადამიანები სხვანაირად მოიქცეოდნენ, მაგრამ სამწუხაროდ, არა. ბევრი მათგანი პანიკას აჰყვა და ექიმის რეკომენდაციებს სულ არ მოუსმინა.
აი, რამდენიმე რჩევა, თუ რა არ უნდა გავაკეთოთ:
გრეიპფრუტი არ არის ეფექტური
კუბური წარმომავლობის ამერიკელმა ტელეწამყვანმა რაულ დე მოლინამ არამარტო გაიკეთა ნიღაბი, ასევე ღიად ახდენდა დემონსტრირებას, თუ როგორ კოცნის თავის ცოლს. ასევე დაწერა, თუ რამდენად აუცილებელია ვირუსის პრევენციისთვის დღეში ერთი გრეიპფრუტის ჭამა მაინც, რაც რა თქმა უნდა, სიმართლეს არ შეესაბამება.
შენაძენი აძლიერებს პანიკას
მიუხედავად იმისა, რომ მთავრობამ ხალხს მოუწოდა, რომ პანიკის საფუძველი არ არის და არ არის საჭირო მარაგების გაკეთება, ხალხმა პირიქით გაიგო და სუპერმარკეტებში უზარმაზარი რიგები გაჩნდა. ყოფილი ფეხბურთელი და მსახიობი ო ჯეი სიმფსონი „ტვიტერზე“ აქვეყნებს ფოტოს, სადაც სავსე კალათით დგას სუპერმარკეტის წინ. რა თქმა უნდა, არც პირბადე დავიწყებია. თაყვანისმცემლებს უყურადღებოდ არ დარჩნიათ ეს ფოტო. ზოგმა ისიც იკითხა, წესრიგში ჰქონდა თუ არა მას კუჭ-ნაწლავი, როდესაც უამრავი ტუალეტის ქაღალდს მოჰკრეს თვალი.
ვირუსი გადაეცემა ზედაპირიდანაც
ფრანგმა კალათბურთელმა რუდი გობერმა პრესკონფერენციაზე ილაპარაკა. მას ცოტა ხნის წინ კორონავირუსი აღმოუჩინეს. ხუმრობის სახით ხელი მოჰკიდა ყველა მიკროფონს, რაც სულაც არ ყოფილა სასაცილო, მას მერე, რაც დაუდასტურდა ვირუსი. შემდეგ კი ბოდიში მოიხადა და ნახევარ მილიონ დოლარამდე თანხა გადარიცხა კორონავირუსის ბრძოლის ფონდში.