Louis Vuitton, Dior და სხვა ბრენდები ფრანგი ხალხის დასახმარებლად ხელის ანტიბაქტერიულ სითხეს გამოუშვებენ

Louis Vuitton, Dior და სხვა ბრენდები ფრანგი ხალხის დასახმარებლად ხელის ანტიბაქტერიულ სითხეს გამოუშვებენ

იქიდან გამომდინარე, რომ ანტიბაქტერიული საშუალებების დეფიციტი მიმდინარე პანდემიის ფონზე, მსოფლიოს თითქმის ყველა აქტიურ კერაში შეიქმნა, სახელმწიფოები ახალ ინიციატივებს მიმართავენ, რომელთა შორის ამჯერად საფრანგეთი აღმოჩნდა მოწინავე პოზიციებზე. საქმე იმაშია, რომ უმაღლესი მოდის ერთ-ერთი კონგლომერატის -LVMH-ის ქვეშ გაერთიანებული ბრენდები დროებით საკუთარ პროფილს იცვლიან და ხალხის დასახმარებლად ხელის ანტიბაქტერიული სითხის გამოშვებაზე იწყებენ მუშაობას.

აღნიშნულ ბრენდებს შორის არის Dior-ი, Louis Vuitton-ი და Givenchy-ც.

როგორც ირკვევა, დამზადებული პროდუქცია ჯანდაცვის ორგანიზაციებს სრულიად უსასყიდლოდ გადაეცემა და კერძოდ პარიზში მდებარე 39 საჯარო საავადმყოფო სრულად უზრუნველიყოფა მსგავსი სითხით.