ამერიკელი მსახიობი სტიუარტ უიტმანი 92 წლისა გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა TMZ ავრცელებს.
მსახიობის მეგობრის განცხადებით, რამდენიმე წლის წინ უიტმანს კანის კიბო დაუდგინეს.
„ძველმა ჰოლივუდმა კიდევ ერთი ნამდვილი ვარსკვლავი დაკარგა. სტიუარტ უიტმანს პოპულარობა კინოროლებმა მოუტანა. ჩვენ ვამაყობდით ტელევიზიასა და კინოში მისი მოღვაწეობით, „ოსკარზე“ ნომინაციებით, მაგრამ პირველ რიგში ყოველთვის გვემახსოვრება მისი სიყვარული ოჯახისა და მეგობრების მიმართ“, - განაცხადა მსახიობის ვაჟმა, ჯასტინ უიტმანმა.