ბრედ პიტი 26 წლით უმცროს საყვარელ ქალთან ერთად შენიშნეს

ბრედ პიტი 26 წლით უმცროს საყვარელ ქალთან ერთად შენიშნეს

ოსკაროსანი მსახიობი, 56 წლის ბრედ პიტი ცხოვრების ჩვეულ რიტმს არ ტოვებს და ამჯერად პაპარაცების ობიექტივში საყვარელ ქალბატონთან ერთად ჩნდება. ცნობილი გულთამპყრობელი ამჯერადაც 30 წლის მსახიობთან - ალია შოვკატთან ერთად დააფიქსირეს.

წყვილი ყურადღების ცენტრში მაშინ აღმოჩნდა, როცა ერთ-ერთი კონცერტი დატოვა და შემდგომ გემრიელი საკვებითაც გაუმასპინძლდა თავს.

როგორც ჩანს, წყვილი, რომლის რომანის შესახებ საუბარი ჯერ კიდევ 2019 წლის მიწურულს დაიწყო, ურთიერთობის გასაჯაროებას აღარ უშინდება.