სერიალ „სამეფო კარის თამაშების“ ერთ-ერთ მსახიობს კრისტოფერ ჰივჯუს, რომელიც სერიალში Tormund Giantsbane-ის როლს ასრულებდა, კორონა ვირუსი დაუდგინდა. მსახიობმა ახლახანს ინსტაგრამზე პოსტი გამოაქვეყნა, სადაც მის მდგომარეობაზე ისაუბრა და ფანებს მიმართა.
ნორვეგიელმა მსახიობბმა ხალხს მოუწოდა, რომ შეინარჩუნონ სისუფთავე, ხშირად დაიბანონ ხელები და 1,5 მეტრის დისტანცია დაიჭირო ერთმანეთისგან. მსახიობი აცხადებს, რომ მას მხოლოდ მსუბუქი სიმფტომები აქვს და ახლა ის თვითიზოლაციაში იმყოფება.
„გააკეთეთ ყველაფერი რატა ვირუსმა ვერ შეძლოს გავრცელება. დაიცავით ყველა რეგულაცია და დაიცავით არა მხოლოდ თქვენი არამედ სხვისი სიცოცხლეც.“-წერს მსახიობი.