ავსტრალიაში, ოსკაროსანი მსახიობი ტომ ჰენქსი და მისი მეუღლე, რიტა უილსონი, რომლებსაც დაახლოებით ერთი კვირის წინ კორონავირუსის დიაგნოზი დაუსვეს, ჰოსპიტალიდან უკვე გაწერეს.
წყვილმა გარკვეული დრო თვითიზოლაციაში უნდა გაატაროს.
„მადლობა ყველას, ვინც დაგვეხმარა. მოდით, ვიზრუნოთ საკუთარ თავებსა და სხვებზე. მიყვარხართ. ჰენქსი“, – წერს მსახიობი Twitter-ზე.