მუსიკალური ინდუსტრიის ერთ-ერთმა ყველაზე პოპულარულმა ქალმა მომღერლებმა სოციალურ ქსელში ფანებს თვითიზოლაციისკენ მოუწოდეს. ეს ვარსკვლავები არიანა გრანდე, ტეილორ სვიფტი და ლედი გაგა არიან.
30 წლის მომღერალი ტეილორ სვიფტი წერს რომ მისი ფანები სიტუაციას საკმარისი სერიოზულობით არ უყურებენ და მათ სახლში დარჩენის თხოვნით მიმართავს.
არიანა გრანდე ტვიტერზე აქვეყნებს პოსტს სადაც ხალხს მოუწოდებს სახლში დარჩნენ და იფიქრონ ხანში შესულ ადამიანებზე, რადგან მისი თქმით ისინი დიდი რისკის ქვეშ არიან. მომღერლის ამ პოსტს დიდი გამოხმაურება და უარყოფითი რეაქციების მოჰყვა, რაზეც არიანამ ფანებს განუცხადა, რომ ახლა მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრი დიდი ეგოიზმია.
ლედი გაგამ ინსტაგრამზე ფოტო გამოაქვეყნა, რომლის აღწერაშიც ფანებს მიმართა. ვარსკვლავი სუაბრობს, რომ ხალხმა სიკეთე უნდა აკეთოს. შიში და უმოქმედობა სიკეთით ჩაანაცვლოს და ეს იქნება გზა მსოფლიო პრობლემის მოგავრებისკენ.
თვითიზოლაციაში ახლა ძალიან ბევრი ვარსკვლავი იმყოფება, რომლებიც სოციალურ ქსელში ფოტოებს აქტიურად აქვეყნებენ. ასეთი არსკვლავები არიან ჯასტინ ბიბერი, ქლოე კარდაშიანი, მაილი საიურსი, ვანესა ჰაჯენსი, ჰაიდი კლუმი და სხვა.