49 წლის ამერიკელი მოდელი და მსახიობი - ნაომი კემპბელი იმ ეპიდემიის მცირე დადებით მხარეებზე ალაპარაკდა, რომელმაც მთელი მსოფლიო მოიცვა. შავმა პანტერამ ინსტაგრამზე უახლესი კადრები გამოაქცვეყნა და გულშემატკივარს კარანტინის შესახებ საკუთარი აზრი გაუზიარა.
"დღეს რამდენიმე საათი გავატარე ჩემს ნათლულთან ერთად. ვერც კი ვიხსენებ ბოლოს როდის მოვახერხე ეს. არ მახსოვს ბოლოს როდის ვიდექი ნიუ-იორკის ქუჩაში ისე რომ არ მეფიქრა იმაზე, თუ სად უნდა გავმჩდარიყავი ნახევარ საათში. დღეს ცაზე თვითმფრინავები არ შემინიშნავს და ვგრძნობ, რომ ჰაერი სრულიად სხვაა. სირთულეები, რომლებსაც ჩვენ შევეჭიდეთ ბუნების სასასრგებლოდ წარიმართა, ის ცოცხლდება," - დაწერა მან.