15 მარტს პრინცი ჰარი კანადაში ჩაფრინდა და მეუღლესა და შვილთან ერთად განაგრძობს ახალი ცხოვრებით ტკბობას. თუმცა ოჯახურ იდილიას, როგორც ყოველთვის, ახლაც არღვევენ კონკრეტული პირები, მათ შორის მეგანის ძმა, 54 წლის ტომ მარკლი.
მამაკაცი, რომელიც უკვე ხშირად ჩნდება ჟურნალისტებთან და ცდილობს დის პრესტიჟს ჩრდილი მოჰფინოს, ამჯერად Express-თან საუბარში აღნიშნავს, რომ მისი და ჰარის ქორწინება მალე დასრულდება და მეგანი საბოლოოდ მაინც ჰოლივუდში დაასრულებს ამ მოგზაურობას.
ამასთანავე, ტომი ეხემა მეგანისა და მამამისის - თომას მარკლის ურთიერთობას, რომელიც ჯერ კიდევ 2018 წელს, წყვილის ქორწილამდე გაცივდა. "მეგანმა სიჯიუტეს ზურგი უნდა აქციოს და მამას დაუკავშირდეს. მამაჩემის საბოლოო სურვილი მხოლოდ და მხოლოდ არჩის ნახვა და საკუთარი ქალიშვილის მის ცხოვრებაში დაბრუნებაა, მე ვფიქრობ, ჩვენ ეს ვალდებულება გვაკისრია მის წინაშე,"- აღნიშნა მან.
შეგახსენებთ, რომ როგორც უცხოური ტაბლოიდები წერენ, სასექსის ჰერცოგინია მამასთან სატელეფონო კონტაქტის დამყარებაზეც კი უარს აცხადებს.