მაშინ, როცა მსოფლიო პანდემიას ებრძვის და კარდაშიანების უფროსი დები საზოგადოებას სიფრთხილისკენ მოუწოდებენ, კაილი ჯენერი საზოგადოების კრიტიკის ობიექტი გახდა, რისი მიზეზიც არც მეტი, არც ნაკლები ერთი შეხედვით უწყინარი კადრები გახდა, რომლებიც მან სოციალურ ქსელში განათავსა.
22 წლის ბიზნესმენმა ინსტაგრამზე საკუთარ ოფისში გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა:
როგორც კადრებიდან ჩანს, ცნობილი ვარსკვლავი არ ერიდება თითებთან კონტაქტს, რაც ამ ეტაპისთვის რეკომენდებული ნამდვილად არ არის. მაშინც, როცა მსოფლიო ვარსკვლავები ხალხს ხელის დაბანვისკენ მოუწოდებენ, კაილი თავად გახდა მსგავსი რჩევების ადრესატი.