მიუხედავად იმისა, რომ დედოფალი ელიზაბეტის სახელი ყოველთვის ბუკინგემის სასახლესთან ასოცირდებოდა, დღეს მთელს მსოფლიოში გავრცელებულმა პანდემიამ, ისიც აიძულა საყვარელი ადგილი დაეტოვებინა. 93 წლის მონარქმა სასახლე 98 წლის მეუღლესთან - პრინც ფილიპთან ერთად დატოვა.
როგორც ოფიციალური განცხადებიდან ირკვევა, ოჯახი უინძორების სასახლეში გადავიდა, გადაწყვეტილების მიზეზი კი ის სტატისტიკა გახდა, რომელიც ასე შემაშფოთებლად იზრდება დიდ ბრიტანეთში. ამ დროისთვის აქ კორონავირუსის 1140 შემთხვევაა დაფიქსირებული, რომელთა შორისაც 21 ფატალურად დასრულდა, 342 პაციენტი კი, გამოჯანმრთელდა.
"ბუკინგემის სასახლე ლონდონის ცენტრში მდებარეობს, რის გამოც ეს საფრთხისშემცველი ადგილია ოჯახის წევრებისთვის. სასახლე ყოველდღიურად უამრავ სტუმარს იღებს, მათ შორის პოლიტიკოსებს, დიპლომატებსა და სხვა მაღალი რანგის პირებს," - აღნიშნულია განცხადებაში.