პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ გიგი უგულავას შუამდგომლობა შეწყალებაზე ჩაბარდათ და როდის განიხილავს ამას „პრეზიდენტი ინდივიდუალურად განსაზღვრავს“

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ გიგი უგულავას შუამდგომლობა შეწყალებაზე ჩაბარდათ და როდის განიხილავს ამას „პრეზიდენტი ინდივიდუალურად განსაზღვრავს“

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ უცნობია, თუ როდის განიხილავს პრეზიდენტი „ევროპული საქართველოს“ მსაჯვრდებული წევრის გიგი უგულავას შუამდგომლობას შეწყალებასთან დაკავშირებით. როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ ანგი ხუციშვილმა განაცხადა, გიგი უგულავას შუამდგომლობა მათ ოფიციალურად ჩაბარდათ, თუმცა, აღნიშნულმა ჯერ სხვადასხხვა ეტაპები უნდა გაიაროს.

„ოფიციალურად ჩაგვბარდა, უნდა გადამოწმდეს და ამის შემდეგ წარედგინება პრეზდენტს. თუ როდის განიხილავს, ამას პრეზიდენტი ინდივიდუალურად განსაზღვრავს“, - განაცხადა ხუციშვილმა.

ცნობისთვის, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მსჯავრდებულმა გიგი უგულავამ საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს გათავისუფლების შუამდგომლობით 13 მარტს მიმართა.

Maverick ხაზინის 48 მილიონი ლარის ქურდის, უგულავას შეწყალების პრაქტიკას თუ დაამკვიდრებთ, კონსტიტუციას დაარღვევვთ, გამოიწვევს პრეზიდენტის იმპიჩმენტს, მთავრობის გადადგომას და სახელმწიფო გადატრიალებას!
5 წლის უკან
Maverick ოცნებავ, ფრთხილად, რაღაც ცუდ ამბებში ეხვევით და ნაცბოზბანდასთან ფლირტს თავი არ გადააყოლოთ!
5 წლის უკან
Maverick მესმის ეს თავსმოხვეული ჭირია, ფრთხილად უარეს გასაჭირში არ ამოყოთ თავი... გაუძელით ნაცბოზბანდის მფარველების შემოტევას, თორემ უარეს საფრთხეში მოხვდებით!
ხაზინის ქურდ გიგილოს ნუ გადააყოლებთ საქართველოს!
5 წლის უკან