"საქართველომ კორონავირუსთან ბრძოლაში ევროპის ყველა ქვეყანას აჯობა"

ში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი ვიდეომიმართვას ავრცელებს და ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებულ ვითარებაზე საუბრობს. იგი აცხადებს, რომ COVID-19-ზე ტესტს არავინ აკეთებს, თუ 60 წელს გადაცილებული არ ხარ.

"საქართველომ რაც გააკეთა კორონავირუსთან მიმართებაში, ევროპის ყველა ქვეყანას აჯობა... ერთი კვირაა, რაც ცუდად ვარ და გაციებული ვარ. დღეს მოვედი, რომ კორონავირუსზე ტესტი ამეღო. შვეიცარიაში ტესტს 60 წლის ზევით უკვეთებენ. ნუ გაირჯებით ვინც 60 წლს ქვევით ხართ. ასე ამბობენ არ გვაქვსო. გამომიწერეს წამლები და მიბრძანეს სახლში იყავიო. სხვა არაფერს აკეთებენ.

რაც შეეხება სპირტს, არ აქვთ, არც ნიღბები აქვთ გასაყიდი. ჩვენც გვიჭირსო, ექიმმა გვითხრა. ეს არის შვეიცარიის მედიცინა და ამათი შემოწმება“, - ამბობს საქართველოს მოქალაქე.

შვეიცარიაში კორონავირუსის 2000-ზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული.