თენგიზ ცერცვაძე: „პირველ დადასტურებულ შემთხვევას ინფექციის ნიშნები ისევ აქვს“

თენგიზ ცერცვაძე: „პირველ დადასტურებულ შემთხვევას ინფექციის ნიშნები ისევ აქვს“

კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტს, რომლის ტესტმაც გუშინ უარყოფითი შედეგი აჩვენა, ინფიცირების ნიშნები ისევ აქვს. ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

„პირველ დადასტურებულ შემთხვევას გუშინ ავუღეთ პირველი ანალიზი, რომელიც იყო უარყოფითი. დღეს, განმეორებითი ანალიზი გამოვიდა სუსტი დადებითი, ანუ ინფექციის ნიშნები ჯერ კიდევ არის, რის გამოც ამ პაციენტის გაწერა რამოდენიმე დღით გადაიდო. მაგრამ გვაქვს სხვა სასიხარულო ინფორმაცია. რიგით მესამე პაციენტს პირველი ტესტი დღეს უარყოფითი აქვს. ხვალ კიდევ გაუკეთდება, როგორც წესია და თუ ამ პირველისგან განსხვავებით, ხვალაც უარყოფითი იქნა, მაშინ ისე გამოვა, რომ გაწერაში ის მესამე გაასწრებს პირველს", - განაცხადა ცერცვაძემ.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 33 პაციენტია. კარანტინის რეჟიმში 427 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში 73 პირია განთავსებული.