საქართველოში კორონავირუსის კიდევ სამი შემთხვევა დადასტურდა.
ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზეა განთავსებული.
როგორც ვებგვერდზეა აღნიშნული, ქვეყანაში კორონავირუსის 33 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება, კარანტინის რეჟიმში - 427 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი - 73.