მარინა ენდელაძე: „არ ვართ დაძაბულები, სრულიად ვიცავთ წესრიგს და ვიმედოვნებთ, რომ ჩვენ გადავრჩებით“

მარინა ენდელაძე: „არ ვართ დაძაბულები, სრულიად ვიცავთ წესრიგს და ვიმედოვნებთ, რომ ჩვენ გადავრჩებით“

საქართველოში კორონავირუსის პირველივე შემთხვევის დაფიქსირების შემდეგ საშიში სიტუაციის კონტროლისთვის დაქვემდებარება. ინფექციონისტები, ფაქტობრივად, დასახლდნენ სამსახურებში, რადგანაც დღის რეჟიმი მთლიანად შეეცვალათ და ძილისთვის გამოყოფილი დაახლოებით 3-4 საათის გარდა სამსახურსა და პაციენტებს ყურადღებას არ აკლებენ.

სხვადასხვა კლინიკების ექიმები, ბოქსირებული განყოფილებების თანამშრომლები და მედპერსონალი მთლიანადაა მობილიზებული. მიხედავად იმისა, რომ სიტუაცია საკმაოდ რთულია და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები არ გამორიცხავენ, რომ სამომავლოდ ინფიცირებულთა რიცხვი გაიზრდება, პაციენტების მდგომარეობა უკეთესობისკენ იცვლება - პირველი ორი ინფიცირებული უკვე განიკურნა კორონავირუსისგან, რაც, ცალსახად, ექიმების მიერ პაციენტებისთვის დათმობილი არანორმირებული დროისა და თავდაუზოგავი მუშაობის შედეგია.

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსი მარინა ენდელაძე „რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნავს, რომ სამუშაო რეჟიმი მართლაც მთლიანად შეიცვალა მას შემდეგ, რაც პანდემია გამოცხადაა. ძილი, შესვენება და სამუშაო მთლიანადაა ერთამეთთან გადაბმული; პაციენტების მოზღვავების გამო, საჭირო გახდა პერსონალის დამატება, მაგრამ, მიუხედავად რთული სიტუაციისა, და უძილო ღამეებისა გუნდურმა მუშაობამ შედეგი გამოიღო:

„ჩვენ დილის 9 საათიდან დაახლოებით ღამის პირველამდე, ორის ნახევრამდე არ გამოვდივართ სამსახურიდან. ძილისთვის ოთხი, მაქსიმუმ ხუთი საათი გვაქვს - მეტი არა. დღეში მინიმუმ ორჯერ მიწევს ყველა ინფიცირებულის გასინჯვა. შესვენების დრო გვაქვს, მაგრამ იქვე.

„მაგრამ, მიუხედავად ამ ვითარებისა, მედპერსონალი სრულიად თავდადებულია - საშუალო და დაბალი მედპერსონალი დამატებული გვყავს და ექიმებიც თავდაუზოგავად მუშაობენ, ასევე მეც (განყოფილების გამგე) და სამედიცინო დირექტორიც მუდმივად იქ ვართ. ჩვენზე ცვლა არ არის. დანარჩენი პერსონალი ენაცვლება ერთმანეთს, მაგრამ ძალიან დატვრითულ რეჟიმში", - უყვება „რეზონანსს" მარინა ენდელაძე.

ბოქსირებული განყოფილების უფროსი ამბობს, რომ ამჟამად კორონავირუსით 28 პაციენტია ინფიცირებული, თუმცა იქნებოდა გაცილებით მეტი შემთხვევა, თავიდანვე რომ ვერ მოესწროთ სიტუაციის გაკონტროლება:

„მიუხედავად იმისა, რომ ასეთ დაძაბულ რეჟიმში ვართ, ჩვენთან ყველა ერთმანეთის მიმართ ძალიან კეთილგანწყობილია, ადრეც ასე იყო, მაგრამ ახლა განსაკუთრებით. არ ვართ დაძაბულები, უბრალოდ, სრულიად ვიცავთ წესრიგს და ვიმედოვნებთ, რომ ჩვენ გადავრჩებით. ვმუშაობთ მშვიდად, მაგრამ ძალიან ბევრი ფიზიკური საქმე გვაქვს და ამასთანავე გვემატება პაციენტების შეფასება, მათი ანალიზების გაკონტროლება და ა.შ.", - ამბობს მარინა ენდელაძე.