კორონავირუსით ინფიცირებული პირებიდან 4 არასრულწლოვანია

კორონავირუსით ინფიცირებული პირებიდან 4 არასრულწლოვანია

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული იმ პირებიდან, რომლებიც ინფექციურ საავადმყოფოში არიან მოთავსებული, 4 არასრულწლოვანია. ამის შესახებ კლინიკის სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე განმარტებით, საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებული 30 პირიდან მათთან 27 ადამიანი მკურნალობს.

„27 პაციენტიდან 4 პირი არის 14 წლამდე ასაკის", - აღნიშნა მან.

ეზუგბაიას ინფორმაციით, პაციენტებიდან ტემპერატურა მხოლოდ 2 პირს აღენიშნება.