პაატა იმნაძე: ჩემი ბიძაშვილის შვილი მესამე დღეა კარანტინშია

პაატა იმნაძე: ჩემი ბიძაშვილის შვილი მესამე დღეა კარანტინშია

ჩამომსვლელის საცხოვრებელი პირობების შესწავლა წინასწარ მიმდინარეობს, ჩემი მკვიდრი ბიძაშვილის შვილი მესამე დღეა კარანტინშია, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ვაჟთან, უტა ივანიშვილთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.

​„მე შემიძლია გითხრათ ის, რაც უშუალოდ მე მეხება. ჩემი მკვიდრი ბიძაშვილის შვილი მესამე დღეა კარანტინშია. წინასწარ მიმდინარეობს ჩამომსვლელის საცხოვრებელი პირობების შესწავლა. თუ იქ არსებობს თვითიზოლაციის საშუალება, წინააღმდეგ შემთხვევაში მოქალაქეები თავად ითხოვენ კარანტინში მოთავსებას. კარანტინიდან თვითიზოლაციაში გადასვლის მსურველებს შეუძლიათ დაწერონ განცხადება, კვლავ მოხდება მათი საცხოვრებელი პირობების შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება“, - განაცხადა იმნაძემ.