თუ საყოველთაო კორონა ვირუსისგან თავს იცავთ, თავისუფალ დროს ფილმების მომარაგება გჭირდებათ: კომედია, ფანტასტიკა და ერთი მელოდრამაც - პრესტიჟული გამოცემა The Guardian სპეციალურ სიას გვთავაზობს!
ამელი, 2001
გადაინაცვლეთ ფანტასტიკურ პარიზში ამელისთან ერთად.
კასაბლანკა, 1942
ჟანრის კლასიკა - ჰემფრი ბოგარტის და ინგრიდ ბერგმანის რომანტიკული ისტორია გულს ნამდვილად აგიჩუყებთ.
დაუნტონის სააბატო, 2019
ამ ოჯახის უდარდელ სამყაროში აღმოჩენა ნამდვილად გესიამოვნებათ.
უკან მომავალში, 1985
დროში მოგზაურობა და მშობლების ახალგაზრდობაში დაბრუნება დროს სახალისოდ გაგაყვანინებთ.
ბიჭები და თოჯინები, 1955
დიდი კინო ყოველთვის გვიქმნის კომფორტს: მშვენიერი სიმღერებით კომედიურ ჟანრში ფრენკ სინატრა, მარლონ ბრანდო და ვივიენ ბლენი გვევლინებიან.
როცა ჰარი შეხვდა სალის, 1989
შესანიშნავი რომანტიკული კომედია მეგ რაიანის და ბილი კრისტალის მონაწილეობით.
ოცნების გოგონები, 2006
ჯეიმი ფოქსი, ბიონსე, ჯენიფერ ჰადსონი და დენი გლოვერი 60-70-იანი წლების მუსიკალურ სამყაროში გადაგაგდებენ.
სიყვარული და კალათბურთი, 2000
სპორტული ფილმებიც შეიძლება ისეთივე კომფორტული საყურებელი იყოს, როგორც რომანტიკული დრამები. ქალიც და მამაკაციც მშვენივრად თამაშობენ კალათბურთს და ერთმანეთის ოპონენტებად იქცევიან.
იუპიტერის აღზევება, 2015
ეს სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის ფილმი ედი რედმეინით, მილა კუნისითა და ჩენინგ ტატუმით ნამდვილად მოგხიბლავთ და გაგამხიარულებთ.
სულელი, 1995
ჯეინ ოსტინის შემოქმედების ადაპტაციას გემრიელად მოკალათებულებმა ცხელი სასმელით უნდა უყუროთ. მთავარი პერსონაჟი საკუთარი ცხოვრებით ნამდვილად შთაგაგონებთ.
ბედნიერების კვალდაკვალ, 2006
ეს ძალიან კეთილი ფილმი უილ სმიტის მონაწილეობით, რეალურ ამბავზეა დაფუძნებული. მარტოხელა მამის ისტორია საკმაოდ სენტიმენტალური და დამაფიქრებელია.
პადინგტონის თავგადასავალი 2, 2017
თვითიზოლაციის პერიოდში მსგავს კომედიურ-ანიმაციურ ფილმზე გულის გადაყოლება დიდ სამოვნებას მოგიტანთ.
მერი პოპინსი, 1964
როცა გინდა თავად კინო გექცეს ძიძად, მოგანიჭოს თავისუფლება და კომფორტი, ჯული ენდრიუსის კლასიკა უნდა ჩართოთ.
პატარძალი პრინცესა, 1987
მორიგი რომანის ეკრანზიაცია ცნობილი აქსიომით გახდა: "არავინ არაფერი იცის".
ნოტინგ ჰილი, 1999
მორიგი ჰოლივუდის კლასიკა ინდუსტრიის გლამურს წარმოგვიდგენს, რომელიც ადამიანის უბრალოებას უპირისპირდება.
ფერის ბიულერი ისვენებს 1986
მეთიუ ბროდერიკი კოლეჯის მოსწავლეა, რომელიც ავადმყოფობას დასვენების დღისთვის მოიგონებს. ეს სათავგადასავლო ფილმი ცხოვრებით ტკბობას გვასწავლის.
მარტივი სირთულეები, 2009
სიუჟეტი ყოფილ ცოლ-ქმარს ეხება, რომლებსაც მერილ სტრიპი და ალეკ ბოლდუინი განასახიერებენ. ნენსი მეიერის დრამა ბევრ საინტერესო რამეს გვასწავლის.
ამოსუნთქვის მოლოდინში, 1995
ფილმი 4 წარმატებულ ქალს წარმოგვიდგენს, რომლებიც უკმაყოფილონი არიან მამაკაცებთან ურთიერთობით და საზოგადოებისგან ერთგვარ სტერეოტიპებს ეჯახებიან.
ეშმაკი ატარებს პრადას, 2006
ეს მოდური კომედია ნიუ-იორკის გლამურულ სამყაროში გვახედებს და ენ ჰეთეუეის გმირით ინსპირაციას გვაძლევს.
ტიტანიკი, 1997
"ჩვენ გვჭირდება ქეითი, ჩვენ გვჭირდება ლეო და ჩვენ ისინი ახლავე გვჭირდება!" ამბობს ლაიამ ნისონის გმირი "რეალურ სიყვარულში" და ეს ფრაზა დღევანდელობასაც ერგება. ცნობილი გამოცემა თვლის, რომყველაზე მეტად კომფორტს სწორედ ეს დაუვიწყარი ფილმი მოგვანიჭებს, რომელიც ვერასდროს გადავა მოდიდან.