ამერიკელმა რეპერმა 50 Cent-მა გამომწერებს კორონავირუსის რეგულარული სექსით მკურნალობა ურჩია.
44 წლის ამერიკელმა გამოაქვეყნა CNN-ის ეთერის კადრი, სადაც ტიტრზე „წერია“, რომ „რეგულარული სექსი კორონავირუსს კლავს“.
„კარგი, მაშინ ჩვენ არაფერი გვემუქრება“, - დაწერა რეპერმა და თავისი კოლეგა, 27 წლის რეპერი Young M.A მონიშნა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.