"სიმპსონების" წინასწარმეტყველება ტომ ჰენკსის შესახებ? კორონავირუსით დაინფიცირებული მსახიობი 2007 წლის ეპიზოდში

ერთ-ერთმა ყველაზე პოპულარულმა ანიმაციურმა სატელევიზიო შოუმ "სიმპსონებმა" კიდევ ერთხელ მიიქცია საზოგადოების ყურადღება.

მათ იწინასწარმეტყველეს დონალდ ტრამპის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება, შემდეგ კი კობი ბრაიანტის გარდაცვალება, ეს მხოლოდ მოკლე ჩამონათვალია იმ ფაქტებისა, რომლებიც რეალურად მოხდა.

საზოგადოება "თვითერზე" აღნიშნავს, რომ "სიმპსონებმა" კორონავირუსის გავრცელება ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ 1993 წელს იწინასწარმეტყველეს, თუმცა იმავე სახელი სერიებში ნახსენები არაა (დაავადება, რომელიც ვრცელდება მას Osaka Flu ჰქვია), ასევე 2007 წლის სერიაში ჩანს ტომ ჰენკსი რომელიც თვითიზოლაციაშია.