იზოლაციაში მყოფმა ტომ ჰენქსმა და მისმა მეუღლემ მხარდამჭერებს მიმართეს

იზოლაციაში მყოფმა ტომ ჰენქსმა და მისმა მეუღლემ მხარდამჭერებს მიმართეს

ტომ ჰენქსმა Twitter-ზე თავის ცოლთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა, სადაც მხარდამჭერებს თანადგომისთვის მადლობას უხდის.

„გამარჯობა მეგობრებო. მე და რიტა ვილსონს გვინდა, უდიდესი მადლობა გადაგიხადოთ ჩვენზე ზრუვისთვის. ჩვენ კორონავირუსი გვაქვს და იზოლაციაში ვიმყოფებით, რადგან არავის არ გადავდოთ ვირუსი“, - ინფორმაციას ამის შესახებ CNN ავრცელებს.

12 მარტს ოსკაროსან მსახიობ ტომ ჰენკსსა და მის ცოლს, რიტა უილსონს კორონავირუსი დაუდასტურდათ. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, წყვილს დიაგნოზი ავსტრალიაში დაუსვეს. 63 წლის მსახიობმა და მისმა ცოლმა ექიმებს მას შემდეგ მიმართეს, რაც ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები გამოუვლინდათ.

ჰენკსმა მომხდარის შესახებ Instagram-ზე დაწერა და აღნიშნა, რომ საჭირო დროს იზოლაციაში გაატარებს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.