ამერიკული ფილმების სტუდიამ Universal Pictures-მა 12 მარტს დააანონსა, რომ ფორსაჟის გამოსვლის თარიღი დაახლოებით 1 წლით გადაიწევს, რაც კორონავირუსის გავრცელებითაა განპირობებული. ფილმის გამოსვლა 2021 წლის აპრილამდე გადაიდო, - ინფორმაციას ამის შესახებ Los Angeles Times-ი ავრცელებს.
ფორსაჟის ახალი ნაწილი ქართველი მაყურებლისთვის იმითაა მნიშვნელოვანი, რომ რამდენიმე სცენა საქართველოშია გადაღებული და გავრცელებული მოსაზრების თანახმად, ფილმის ბოლო 15 წუთი მოქმედება საქართველოში განვითარდება.
ფორსაჟმა ოფიციალურ ტვიტერ გვერდზე ფანებს მიმართა და ყველას მადლობა გადაუხადა იმ ინტერესისთვის, რომლითაც ისინი ახალ ნაწილს ელოდებიან.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.