44 წლის ამერიკელი მსახიობის - ანჯელინა ჯოლის პირადი ცხოვრება კვლავ განხილვის საგანია. ცნობილი ლამაზმანი, რომელიც მთელ დროს შვილებსა და კარიერას უთმობს, როგორც უცხოური ტაბლოიდები აღნიშნავენ, შესაძლოა დიდ საიდუმლოს მალავდეს, რაც მის სავარაუდო რჩეულს უკავშირდება.
უამრავი წყარო წერს, რომ გასულ წელს ჯოლიმ ერთ-ერთ მილიარდერზე იქორწინა, თუმცა ფაქტი არ დასტურდება, რის გამოც მათ ბოიკოტი რამდენიმე პრესტიჟულმა გამოცემამაც გამოუცხადა.
მაგალითად, Gossip Cop-ი დაუკავშირდა შესაბამის წყაროებს და დაადასტურა, რომ სიახლე არ შეესაბამება სიმართლეს.