Daily Mail ახალ ინფორმაციას ავრცელებს. მეგან მარკლმა ახლო მეგობრებთან განაცხადა, რომ ლონდონში ჩასვლის შემდეგ კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რომ მან ჰარისთან ერთად სამეფო ოჯახის დატოვებასთან დაკავშირებით სწორი გადაწყვეტილება მიიღო.
ყოფილი ჰერცოგინიას აზრით, მისთვის უმჯობესია ბავშვი მშვიდ და წყნარ ადგილას აღიზარდოს, სადაც მის გარშემო სიცილი, მხიარულება და ბევრი მოსიყვარულე ადამიანი იქნება.
მეგანთან დაახლოებული პირები აღნიშნავენ, რომ მეგანისთვის უცხოა თუნდაც ის ფენომენი, რომ ოჯახში ერთმანეთს არავინ ეხუტება. თითქოს ყველა დისტანციას იცავს ერთმანეთისგან. აღნიშნავენ, რომ ოჯახის დატოვების ერთ-ერთი მიზეზი, სწორედ ოჯახის წევრების ერთმანეთთან "შებოჭილი" დამოკიდებულება გახდა.