პრინცი ჰარი რუსი პრანკერების მსხვერპლი გახდა

პრინცი ჰარი რუსი პრანკერების მსხვერპლი გახდა

რუსი პრანკერები მეტსახელად ვოვანი და ლექსუსი პრინც ჰარის ორჯერ ესაუბრნენ ტელეფონით გრეტა ტუნბერგისა და მამამისის სახელით. ამის შესახებ Daily Mail-ი იტყობინება.

გამოცემის ინფორმაცით, სატელეფონო საუბრები ახალი წლის ღამეს და 22 იანვარს შედგა. სასექსის ჰერცოგმა აღნიშნა, რომ სამეფო ოჯახის დატოვება თავისი შვილის დასაცავად გადაწყვიტა. მან ასევე თქვა, რომ მედიასაშუალებები რეიტინგების მისაღებად მასზე და მის ცოლზე წნეხს ახორციელებენ.

პრინცმა ასევე დონალდ ტრამპზე ისაუბრა და განაცხადა, რომ კლიმატთან დაკავშირებული საკითხებისადმი მიდგომის გამო აშშ-ის პრეზიდენტს ხელები სისხლში აქვს გასვრილი.