უკრაინელმა ტურისტებმა ვატიკანში რაფაელის ფრესკა დააზიანეს

უკრაინელმა ტურისტებმა ვატიკანში რაფაელის ფრესკა დააზიანეს

უკრაინელმა ტურისტებმა ვატიკანში რაფაელის 1511 წლის ფრესკა დააზიანეს. ინფორმაცია სოციალურ ქსელებში ვრცელდება.

ფრესკა „ათენის სკოლა“ ვატიკანის მოციქულთა სასახლის ერთ-ერთ დარბაზშია მოთავსებული. აღმოჩნდა, რომ მასზე წარწერაა ამოტვიფრული: „ლენა ტამარა ვინნიცა“.

მოგვიანებით გაირკვა, რომ წარწერა ფრესკაზე 5 წლის წინ გაჩნდა, თუმცა ამ დრომდე უცნობია ვინ არიან ლენა და ტამარა ვინნიციდან.