ოსკაროსან მსახიობ ტომ ჰენკსს და მის ცოლს, რიტა უილსონს კორონავირუსი აქვთ. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, წყვილს დიაგნოზი ავსტრალიაში დაუსვეს. 63 წლის მსახიობმა და მისმა ცოლმა ექიმებს მას შემდეგ მიმართეს, რაც ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები გამოუვლინდათ.
ჰენკსმა მომხდარის შესახებ Instagram-ზე დაწერა და აღნიშნა, რომ საჭირო დროს იზოლაციაში გაატარებს.
„დაღლილება ვიგრძენით, ციება და ტკივილები გვქონდა. რიტას ციებ-ცხელებაც ჰქონდა. გვინდოდა სწორად მოვქცეულიყავით და კორონავირუსზე ტესტირება ჩავიტარეთ. ორივეს პასუხი დადებითი აღმოჩნდა“, - დაწერა ჰენკსმა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.