შვედურმა გაზეთმა DagensNyheter-მა უკრაინულ კომპანია MiltonGroup-თან დაკავშირებით ჟურნალისტური გამოძიება გამოაქვეყნა. გამოცემის ვერსიით, ფირმამ, რომელიც ბროკერად და საინფორმაციო ტექნოლოგიების ბიზნესით დაკავებულად ასაღებდა თავს, მსხვილმასშტაბიანი აფიორა განახორციელა და 70 მილიონ დოლარზე მეტი თანხა გამოსძალა 50 ქვეყანაში მცხოვრებ ადამიანებს. თუმცა ყველაფერ აქედან გამომდინარე, ეს ამ აფიორის ერთადერთი პროექტი არ არის.
როგორ იზიდავდნენ ადამიანებს
DagensNyheter-ის კვლევის თანახმად, MiltonGroup-ი სოციალურ ქსელში აქვეყნებდა ფეიკრეკლამას, რომლის მეშვეობითაც ქიუ ჯეკმანი, გორდონ რამზი და სხვა ცნობადი სახეები ბიტკოინის, ძვირფასი ლითონებისა და სხვა აქტივების ინვესტირების რეკლამირებას ახდენდნენ. ვინც ამ განცხადებებს წამოეგებოდა, ქოლ-ცენტრის ოპერატორები „ამუშავებდნენ“. ტერიტორიულად მათი ოფისი უშუალოდ, კიევის ცენტრში, ბიზნესცენტრ MandarinPlaza-ში მდებარეობდა.
მსხვერპლებს ჰპირდებოდნენ მაღალ მოგებას სერიოზული რისკების გარეშე. ჟურნალისტები აღწერენ რამდენიმე აფიორას, რომელიც ასაკოვან შვედებს შეემთხვათ - სწორედ ასეთ აუდიტორიას მიიჩნევდნენ თაღლითები ყველაზე მაღალშემოსავლიანად. ოპერატორები „მსხვერპლის“ ნდობას შემდეგი ინსტრუქციით მოიპოვებდნენ: თავდაპირველად ადამიანების ცხოვრებით ინტერესდებოდნენ და მხოლოდ ამის შემდეგ გადადიოდნენ საქმის ძირითად არსზე. კლიენტებთან ურთიერთობას ამყარებდნენ მათი სტატუსებისა და მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული მოვლენების მიხედვით.
სქრინშოტი MiltonGroup-ის შიდა ბაზიდან - წყარო OCCRP (Organized Crime and Corruption Reporting Project)
როგორ გამოვძალოთ ათობით ათასი დოლარი - სქემის დეტალები
პირველი ტრანში - ათასი შვედური კრონი (დაახლოებით 100$) იყო. შემდეგ კომპიუტერზე პროგრამულ უზრუნველყოფას ახორციელებდნენ წაშლილი მონაცემების მისაწვდომად და ინტერნეტგვერდებზე კოდის ხელმისაწვდომობის გასაფართოებლად. საბოლოო ჯამში, იქმნებოდა რეალური ტრანზაქციების შთაბეჭდილება.
ამ აფიორის მსხვერპლნი ფიქრობდნენ, რომ მათი აქტივების რაოდენობა განუზომლად იზრდებოდა, მაშინ, როდესაც ოპერატორები მათი სახელით იღებდნენ მოკლევადიან სესხებს 39%-ის ოდენობით. შემოსავლების საკუთარ სახელზე გადატანა ადამიანებს არ გამოსდიოდათ. როდესაც სიტუაცია კრიტიკულ სახეს იძენდა, საქმეში ერთვებოდა თაღლითების მეორე კატეგორია. ესენი იყვნენ „გადამრჩენელები“ - ისინი იტყობინებოდნენ, რომ გამქრალი თანხები ნაპოვნი იყო, უბრალოდ, მათ მისაღებად კომისიისთვის გადასახადის გადახდა იყო საჭირო. თუმცა ფულის გადახდა სიტუაციას არ ცვლიდა.
DagensNyhete-ს საილუსტრაციოდ რამდენიმე შთამბეჭდავი ისტორია მოჰყავს. ასე მაგალითად, 67 წლის შვედმა ქალბატონმა მაი-ბრიტმა სახლი გაყიდა. პენსიაზე მყოფმა 73 წლის სასწრაფო დახმარების მანქანის მძღოლმა კენტ ლუნდინმა კი ამ საქმეში ჩადო ათობით ათასი დოლარი.
რეკორდული დანაკლისი განიცადა ერთ-ერთმა მამაკაცმა ჩეხეთიდან, რომელმაც დაახლოებით 200 000$ დაკარგა. დაახლოებით ამდენივე თანხა გაიღო ირანული წარმოშობის შვედმა ქალბატონმა.
ბევრ კლიენტს „ამუშავებდა“ ვინმე უილიამ ბრედლი. ამ საქმეში ჩართული იყო ირანელი ჯავიდ ხამზე. ის თავს იქებდა კიდეც, რომ ერთ დაზარალებულს დაახლოებით 150 000$ გამოსძალა. ამ ადამიანის, ისევე, როგორც კომპანია MiltonGroup-ის წინააღმდეგ შვედეთის პოლიციაში განცხადება შევიდა, მაგრამ ადგილობრივი სამართალდამცავები ამ საქმის გამოძიებას არ ჩქარობენ.
მთლიანობაში, საუბარია 50 ქვეყნის მოქალაქეზე. ოპერატორები გაყოფილნი იყვნენ სეგმენტებად ენების მიხედვით: რუსული, ესპანური, ინგლისური, იტალიური. ამ თაღლითურ სქემაში ამერიკელების გაბმას ერიდებოდნენ, რათა ფბრ-ის ყურადღება არ მიეპყროთ.
პროექტის მასშტაბი
DagensNyheter-მა ეს მონაცემები MiltonGroup-ის შიგნით საკუთარი წყაროს რამდენიმეთვიანი მუშაობის შედეგად შეაგროვა. მან გადაიღო კომპანიისა და მისი თანამშრომლების მუშაობის ოქმი და შეაგროვა მონაცემები. მთლიანობაში, MiltonGroup-ში დაახლოებით 200 თანამშრომელი ირიცხებოდა. მონაცემების გაჟონვისთვის თავი რომ აერიდებინათ, თანამშრომლებს აიძულებდნენ ტელეფონები შემოსასვლელში დაეტოვებინათ. მოტივაციის ასამაღლებლად კი, გეგმის შესრულების შემთხვევაში, მათ პრემიებს უხდიდნენ.
მენეჯერების ანაზღაურება, რომლებიც ყველაზე მეტ ზარს ახორციელებდნენ, კომისიაზე წყდებოდა. დაკრედიტების ტრანზაქციისთვის იძლეოდნენ 4%-ს, WesternUnion-ის მსგავსი გადარიცხვის სერვისებისა და Moneygram-ისთვის ანაზღაურება იყო 6%, კრიპტოვალუტის მეშვეობით კი-9%.
საბანკო გადასახადს ღებულობდნენ ბრიტანული ოპერატორის ClearJunctionLtd-ის მეშვეობით. ამ კომპანიამ უკრაინაში დაარეგისტრირა თავისი საგადასახადო სისტემა. ის, ასევე, წარმოადგენდა ევროანგარიშს „მონობანკისთვის“. მისი მფლობელია დიმიტრი კაცი, რომელსაც უკრაინული ბიზნესიც აქვს.
MiltonGroup-ის მთელი ბრენდების ბრუნვამ მხოლოდ 2019 წლის მანძილზე შეადგინა 70 მილიონი დოლარი. ამის შესახებ იტყობინებიან მასობრივი ინფორმაციის საშუალებები. სხვადასხვა დროს თანხები 50 მილიონი დოლარიდან 65 მილიონ დოლარამდე მერყეობდა. CEOMiltonGroup-ის წარმომადგენელმა იაკობ კესელმანმა მათ მუშობას „არაკორექტული“ უწოდა და აღნიშნა, რომ ფირმა მომსახურებას უწევდა საინფორმაციო ტექნოლოგიების მხარდაჭერას.
იაკობ კესელმანი
OCCRP-ის ჟურნალისტები წერენ, რომ MiltonGroup-ს აქვს კავშირები ალბანეთის, საქართველოს, ჩრდილოეთ მაკედონიის ქოლ-ცენტრებთან. AIN.UA-ს ჟურნალისტმა აღმოაჩინა MiltonGroup-ის ყოფილი თანამშრომლის რეზიუმე, რომელიც აღნიშნავს „სხვა ქალაქებში ოფისების“ გახსნის შესახებ, მაგრამ არ აზუსტებს მათ ლოკაციას.
რა წერია ქაღალდზე და რა არის რეალობაში
AIN.UA-ს ჟურნალიტმა დამატებით შეისწავლა MiltonGroup-ის ბიზნესი და ამ კომპანიასთან დაკავშირებული პირები. ძირითად თანამდებობებზე არიან ქართველები, რომლებიც ბიზნესს ახორციელებენ უკრაინაში. ზოგიერთი მათგანი ყოფილი ქართველი ჩინოვნიკია, რომელთაგან ზოგიერთები უკვე ბრალდებულნი არიან უკანონო საქმიანობის წარმართვისთვის.
უკრაინულ რეესტრში MiltonGroup-ის შესახებ ბევრი მონაცემი არ არის. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, კომპანია MiltonGroup-ი 2016 წელს დაარსდა, მისი პროფილია კომპიუტერული პროგრამირება. ამ დაწესებულების დადგენილი კაპიტალი 2,6 მილიონი გრივნაა, მონაგები თანხა 2018 წელს არ აღემატებოდა 4 მილიონს.
MiltonGroup-ის ერთადერთი ოფიციალური ბენეფიციარი ქართველი ირაკლი დადივაძეა. ჟურნალისტური კვლევის თანახმად, თანამშრომლები აღიარებენ, რომ MiltonGroup-ი წარმომავლობით ქართველი დავით თოდუას საკუთრებაა. მას აკავშირებენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერ მიხეილ სააკაშვილთან.
თოდუა ფლობს კვიპროსის საგადასახადო კომპანია Naspay-ს, რომლის მეშვეობითაც გაედინებოდა თანხების დიდი ნაწილი. დადივაძე და თოდუა უკრაინაში ფლობენ ამ კომპანიის განტოტვილ ქსელს.
მეორე მსხვილი ბიზნესი, რომელიც მიწერილია დადივაძის სახელზე, კომპანია LimeConsulting-ია. ისიც თავს წარმოაჩენს საინფორმაციო ტექნოლოგიების პროექტად, მაგრამ ირიბი ნიშნებით მას შეუძლია ონლაინ-კაზინოს ნიშით იფუნქციონიროს.
LimeCasino-ს ვაკანსიების აღწერილობა
LimeConsulting-ი ფლობს ოფისს ArenaCity-ში, ასევე, მას აქვს აქტიური რეკრუტინგი, სადაც გამოუცდელ ახალბედებს პირველ ოთხ თვეში 2000-3000$ შემოსავალს ჰპირდებიან. ვაკანსიებს შორის არის გაყიდვების მენეჯერის პოზიცია, არის ენობრივი სეგმენტაცია (მაგალითად, შვედური, პოლონური, გერმანული ენები). მათ მოვალეობაში შედის: სატელეფონო კავშირი, მუდმივი კლიენტის შენარჩუნების უნარი და არანაირი კონკრეტიკა პროდუქტის შესახებ.
LimeConsulting-ის „კლიენტებთან მუშაობის მენეჯერის“ ვაკანსიის აღწერილობა
MiltonGroup-ის ყოფილი თანამშრომლები ღიად წერენ, რომ კომპანია დაკავებულია ბინარული ოფციონებისა და სხვა ფეიკაქტივების გაყიდვით. ასევე, აღწერენ სამუშაოს სხვა თავისებურებებსაც: მუშაობას აიძულებდნენ ფეხზე მდგომარედ, ხოლო სამსახურში მოწყობისას უნდა მოეყოლათ მთელი ცხოვრებისეული წვრილმანები. ზოგიერთი იმასაც იხსენებს, რომ 2018 წლის მაისში MiltonGroup-ის ოფისს ჩხრეკისთვის სამართალდამცავები ეწვივდნენ. თითქოსდა, მათ ამოიღეს კომპიუტერები და დოკუმენტები და, ასევე, სისხლის სამართლის საქმის აღძვრის შესახებ შეატყობინეს. თუმცა სასამართლოს რეესტრში ამ ჩხრეკის, ისევე, როგორც MiltonGroup-ის, როგორც იურიდიული პირის შესახებ არაფერია ნათქვამი.
MiltonGroup-ის საქმიანობის შესახებ ანონიმური ინფორმაციით
დავით თოდუას უკრაინაში რამდენიმე ბიზნესი გააჩნია, რომლებიც გაფორმებულია ყოფილ თავდაცვის მინისტრსა და საქართველოს ფინანსური პოლიციის დირექტორ დავით კეზერეშვილთან პარტნიორობით. 2013 წელს მას ბრალი დასდეს მექრთამეობასა და უკრაინაში სპირტის კონტრაბანდისთვის. ერთობლივი შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „Проджект Партнерс“-ის მეშვეობით, რომელიც ასევე საინფორმაციო ტექნოლოგიების პროგრამირებითაა დაკავებული, თოდუა და კეზერაშვილი ფლობენ კომპანიებს «Фирма Спец-трейдинг»-სა და ნაწილობრივ «Елиткомфортбуд»-ს, სადაც დირექტორებად და მოვალეობის შემსრულებლებად ყოფილი ქართველი ჩინოვნიკები არიან დანიშნულნი. კერძოდ, «Фирма Спец-трейдинг»-ის ხელმძღვანელი გია გეწაძე - საქართველოს იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე, რომელიც იმავე თანამდებობას ფლობდა უკრაინაშიც. «Елиткомфортбуд»-ის თანადამფუძნებელი კი პეტრე ცისკარიშვილია, სააკაშვილისდროიდელი სოფლის მეურნეობის მინისტრი. თუმცა MiltonGroup-ის ბიზნესთან ამ საწარმოების ვერავითარი რეალური კავშირების დადგენა ვერ მოხერხდა.