ამის შემდეგ სხვა სალათს აღარ მოამზადებთ - საგაზაფხულო სალათი ქათმის ხორცით

ამის შემდეგ სხვა სალათს აღარ მოამზადებთ - საგაზაფხულო სალათი ქათმის ხორცით

ინგრედიენტები

მოხარშული ქათმის ფილე - 250-300გ

კვერცხი - 3 ცალი

მაგარი სახეობის ყველი - 150 გ

ნიგოზი - 40 გ

ზეთისხილი - 100 გ

მაიონეზი - გემოვნებით

მარილი - გემოვნებით

მომზადების წესები

მოხარშეთ ქათმის ფილე და დაჭერით საშუალო ზომის კუბებად.

მოხარშეთ კვერცხი და გახეხეთ, ასევე გახეხეთ ყველი. ნიგოზი კი დაჭერით წვრილ ნაჭრებად.

მოზრდილ თეფშზე მოათავსეთ ქათმის ფილე,ზემოდან კი მაიონეზი.

შემდეგ,მოაყარეთ ნიგოზი და კვლავ მაიონეზი გადაუსვით.

შემდეგ მოდის ყველის ფენა და კვლავ მაიონეზი. საბოლოოდ კი მოაყარეთ გახეხილი კვერცხი და ყველი.

ზემოდან შეგიძლიათ გააფორმოთ ზეთისხილით ან პომიდორი ჩერით.