ჰარვი ვეინშტეინი 67 წლის ყოფილი კინორეჟისორია, რომელსაც უკვე რამდენიმე წელია სამართლებრივი პრობლემები აქვს, რაც მის მიერ განხორციელებულ ძალადობის ფაქტებს ეხება, რომლებიც სექსუალური ხასიათის იყო. ამ ეტაპზეც, მისი ადვოკატები ცდილობენ სასჯელის შემსუბუქებას და მედიასთანაც აქტიურად თანამშრომლობენ.
National Enquirer-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში ცნობილი ხდება, თუ როგორ ემუქრება ის 51 წლის ამერიკელ მსახიობს - ჯენიფერ ენისტონს.
"ჯენ ენისტონი უნდა მოკვდეს," - ეს არის ფრაზა, რომელმაც საზოგადოება შეაშფოთა.რასაც ემატება წერილებში დამატებული ენისტონის მეგობრის ფრაზა - "ჰარვი ენისტონზე იყო შეყვარებული და ყოველთვის აღნიშნავდა, თუ როგორი მიმზიდველი იყო ის".
ვეინშტეინის გაღიზიანების მიზეზი ენისტონის მიერ მისი სექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულება გახდა, რომელსაც ადგილი 2005 წელს, ფილმ Derailed-ის გადაღებების დროს ჰქონდა.
აღსანიშნავია, რომ ვეინშტეინს შევიწროებისთვის სულ 100-ზე მეტი ქალბატონი უჩივის.