27 წლის ამერიკელმა მომღერალმა სელენა გომეზმა Genius-თან პირად ცხოვრებასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
მომღერალმა განაცხადა, რომ დიდი ხანია ურთიერთობა არავისთან ჰქონია:
"ზოგჯერ ვიღვიძებ და ვფიქრობ, ისეთი მოწყენილი ვარ, ვამბობ, რომ სამუდამოდ მარტო ვიქნები-მეთქი. მაგრამ გადის 15 წუთი და საკუთარ თავს ვეუბნები, იცი რა, ამ სამყაროში ყველა ადამიანისთვის არსებობს ვიღაც, უბრალოდ დროა საჭირო."