ტაროს კარტი ამბობს, რომ კირჩხიბს მარტში - საბედისწერო და უგულო ლამაზმანი, ხოლო თხის რქას სიხარული შეხვდება. გსურს გაიგო, რა გელოდება შენ?
ვერძი — VII არკანი
მარტში ვერძები დიდ დროს დაუთმობენ სასიყვარულო სიტუაციის დალაგებს. საბოლოოდ მიხვდებიან, რომ მოქმედების დროა. ხშირად გავლენ სახლიდან, შეეშვებიან მეგობრული შეხვედრებისთვის თავის არიდებას; წვეულებებს, ახალ შეხვედრებსა და ნაცნობობას. უნდა ითქვას, რომ ასეთი მიდგომით მათ დიდი შანი აქვთ, ყველაფერი უკეთესობისკენ შეცვალონ. ამ თვეში თქვენ გელოდებათ დიდი სასიყვარულო ავანტიურა. არ დაიხიოთ უკან და თქვენი ურთიერთობა ახალ საფეხურზეც გადავა.
კურო — თასების რაინდი
კუროები ამ თვეში საკუთარი თავის ყველაზე რომანტიკურ ნაწილს აძლევენ თავისუფლებას. ზუსტადაც, მარტში გაცნობილი ადამიანი იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი, მარტში მათ ადვილად შეუძლიათ ვინმეს შეყვარება. ასეთი სიყვარული მათთვის სტიმულია.
ტყუპები — V არკანი
ტყუპების სასიყვარულო თემა მარტის თვეში ურთიერთგამომრიცხავია. შეიძლება პატარა კონფლიქტიც მოხდეს. გული ერთს გთხოვთ, ხოლო ფინანსები სხვა რამეს გეუბნებიან. თუმცა ამ ყველაფერში გაიმარჯვებს გული, ფულის ხარჯვა კი სასიამოვნო იქნება. ტყუპებმა შეიძლება აღმოაჩინონ, რომ ადამიანი, რომელსაც თვლიდნენ მეგობრად, დიდი ხანია მათზეა შეყვარებული. დაფიქრდით და მიეცით შანსი.
კირჩხიბი — თასების დედოფალი
რომანტიკულ კირჩხიბს ვურჩევდი, აიმაღლოს რომანტიკულობისა და შეყვარების მზაობა. მთავარია, ნერვებს არ აჰყვეთ. დრო დაუთმეთ ახალი წიგნების კითხვას და მეგობრებს.
ლომი — V ხმალი
მარტოხელა ლომები, სასურველია, იყვნენ ცოტა ფრთხილად. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება პარტნიორის არჩევას. დიდი შანსია, შეხვდეთ ჭკვიან და მომხიბვლელ ადამიანს, ოღონდ უგულოს. ასეთი კავშირი თქვენ მოგიტანთ დიდ ემოციებს და შთაბეჭდილებებს, მაგრამ საბოლოო ჯამში ინანებთ. თუმცა მარტი მაინც გპირდებათ, რომ ამ თვით თქვენ კმაყოფილი დარჩებით.
ქალწული — თასების პაჟი
ქალწულებს მარტის თვეში ვურჩევთ, მოუხმონ სიმშვიდეს და გონებას. მათ ქმედებასა და ლაპარაკში ქარაფშუტობას ექნება ადგილი. თავს იგრძნობენ მსუბუქად და მხიარულად. მოუნდებათ რომანტიკა. ძალიან ცოტას თუ შეეძლება აღუდგეს ქალწულის ქარიზმას. მარტი სერიოზული ურთიერთობას ვერ გპირდებათ, მაგრამ ფლირტი, შეხვედრები და სასიამოვნო საღამოები, კი ბატონო.
სასწორი — IV შუბი
სასწორებს მარტი აძლევს უნიკალურ შანსს, გადაფურცლონ თავიანთი ცხოვრების ახალი გვერდი. მარტოხელა სასწორებისთვის ეს ნიშნავს, რომ ახალ ადამიანს გაიცნობენ, სასიამოვნოსა და მიმზიდველს. ხოლო მათთვის, ვისაც უკვე ჰყავს პარტნიორი, დაიწყება ახალი ეტაპი ურთიერთობაში. ყველა შემთხვევაში, თქვენი პირადი ცხოვრება ძალიან კარგისკენ შეტრიალდება.
მორიელი — ხმლების ტუზი
მორიელები, როგორც სხვა ზოდიაქოს ნიშნები, მშვენივრად გრძნობენ გაზაფხულის სუნთქვას, მაგრამ მსუბუქად დაიწყონ რომანტიკული ურთიერთობა, რატომღაც არ შეუძლიათ. სასურველია, ჩართონ ბუნებრივი ქარიზმა მთელი სიმძლავრით. აი, ამ შემთხვევაში კი მიიღებთ რეზულტატს. თქვენს ენერგიას წინ ვერავინ აღუდგება...
მშვილდოსანი — ფარის დედოფალი
სიყვარულის ყველა სახეობიდან მშვილდოსანს ვურჩევდით, პირველ რიგში, საკუთარი თავი შეიყვაროს. მას არ სჭირდება არავინ, რომ იყოს ბედნიერი. მარტი თქვენ შინაგან ძალას მოგცემთ. ვისაც მშვილდოსნის ყურადღების მიპყრობა უნდა, ვურჩევთ, არ იეჭვიანოთ მასზე. აქცენტები რომანტიკულ ურთიერთობაზე გააკეთეთ.
თხის რქა — VI კვერთხი
იმ თხის რქებს, ვისაც ბოლო დროს არ უმართლებდა სიყვარულში, მარტი ბევრ სიახლეს ჰპირდება. თუ დიდი ხანია ვინმე ყურადღებას ეძებს, ამ თვეში მიიღებთ მისგან ყურადღებას. ასევე, ჩამოგეცლებათ კონკურენტები. ამ თვეში გაცნობილი ადამიანი დიდი შანსია წლის ბოლოს თქვენი მეუღლეც გახდეს.
მერწყული — X არკანი
როგორი მსუბუქი იდეებიც უნდა ჰქონდეს, მერწყული სასიყვარულო ურთიერთობაში მუდამ ინარჩუნებს გონიერებას. დიდი შანსია მარტის თვის ნაცნობობამ მერწყულს ქორწინება მოუტანოს.
თევზები — ხმლების რაინდი
სიმშვიდის მოყვარული თევზები მარტს არასტანდარტულად გაატარებენ. შეიძლება მათში მონადირის აზარტიც გაიფურჩქნოს, ისე, რომ საერთოდ არ იღელვოს სხვების გრძნობებზე, საკუთარი თავის გართობის მიზნით. ზოდიაქოს სხვა ნიშნებს კი ვურჩევთ, ფრთხილად იყვნენ, ოქროს თევზის ნაცვლად შეიძლება საშინელი უგულო ზვიგენის წინაშე აღმოჩნდეთ.