გენეტიკის ეროვნული ლაბორატორია COVID-19-ის ტესტის ფასებს სოციალურ ქსელში აქვეყნებს.
მათი ინფორმაციით, სამედიცინო პერსონალის, შსს-ს და საბაჟოს თანამშრომლების, ასევე მათი ოჯახის წევრებისათვის ტესტირება თვითღირებულებით 520 ლარად ტარდება.
საქართველოს მოქალაქეებისა და მუდმივი მაცხოვრებლებისათვის კი იმავე ტესტის საფასური 620 ლარია. ხოლო საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ავიაკომპანიების თანამშრომლებისათვის - 1000 ლარი.
10 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 15 დადასტურებული შემთხვევააკარანტინის რეჟიმში - 178 პირი რჩება ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 56 ადამიანი.