რის გამო შეიძლება შეუყვარდეს მამაკაცს, მისი ზოდიაქოს ნიშნიდან გამომდინარე

რის გამო შეიძლება შეუყვარდეს მამაკაცს, მისი ზოდიაქოს ნიშნიდან გამომდინარე

მამაკაცებს, ისევე, როგორც ქალებს, აქვთ მომავალი პარტნიორის გარკვეული იდეალი. მოთხოვნები, ინტერესი, როგორი უნდა იყოს ქალი, რომ მერე შეუყვარდეთ. მამაკაცებს არ უყვართ თავიანთი მოთხოვნების აფიშირება, მაგრამ მათი ზოდიაქოს მიხედვით შეგვიძლია გავიგოთ, რის გამო შეიძლება შეუყვარდეთ მამაკაცებს.

ვერძი

საკუთარ თავში დარწმუნებულია და თქვენ გამოწვევას უყურადღებოდ არ დატოვებს. ამიტომაც შეუყვარდებით, რომ მუდამ აძლევთ მოტივაციას, გახდეს კარგი. ის მუდამ აღფრთოვანებული იქნება თქვენი მიზანსწრაფულობითა და მამაცობით. ამასთანავე, თავს კომფორტულად იგრძნობს თქვენ გვერდით.

კურო

ქალთან ურთიერთობაში ფიზიკური კონტაქტი მისთვის ჰაერივით აუცილებელია. შეგიყვარებთ, თუ მიდმივად შეეხებით, მოეფერებით. ნაზი კოცნა, მხარზე ხელის დადება და მის მიმართ სითბოს გამოხატვა პირდაპირი გზაა მისი გულისკენ.

ტყუპი

აუცილებლად შეგიყვარებთ, ერთადერთი მოთხოვნა აქვს: თუ საათობით შეგიძლიათ ესაუბროთ სხვადასხვა თემაზე. პარტნიორი, რომელიც ღიად საუბრობს თავის გრძნობებზე, მას აუცილებლად დააინტერესებს.

კირჩხიბი

ძალიან ემოციურია და მიჯაჭვული თავის საყვარელ ადამიანზე. მშვიდდება, როცა ხვდება, რომ მისთვის სულ ერთი არაა, რომ პარტნიორიც განიცდის მის მიმართ ღრმა გრძნობებს. კირჩხიბს აუცილებლად შეუყვარდებით, თუ იზრუნებთ მასზე, არ დაუშლით, ღიად გამოავლინოს თავისი გრძნობები და ემოციები.

ლომი

თავდაჯერებულია და სურს, მის გვერდით ასეთივე ქალი იყოს. შეუყვარდებით, თუ თქვენით აღფრთოვანების, თქვენით სიამაყის საშუალება მიეცემა.

ქალწული

სერიოზული და ხანგრძლივი (თუ მუდმივი არა) ურთიერთობა უნდა. თუ დაგინახავთ, რომ გსურთ, მასთან ერთად მომავლის გეგმები დააწყოთ, აუცილებლად მოეწონებით. თუ თქვენთან ცხოვრების გაზიარება გადაწყვიტა, დარწმუნებული უნდა იყოს, რომ თქვენც იგივე გსურთ.

სასწორი

ვერ იტანს მარტოობას. მოსწონს დროის გატარება თავის პარტნიორთან. შეგიყვარებთ, თუ დარწმუნდება, რომ თითოეული წუთის გატარება მის გვერდით გსურთ.

მორიელი

მისთვის მხოლოდ სექსუალური პარტნიორი კი არა, მეგობარიც უნდა იყოთ. ის უნდა გესაუბროთ სხვადასხვა თემაზე, გაგიზიაროთ თავისი ემოციები. თქვენ გვერდით სრულიად ბედნიერი იქნება, თუ დროს საინტერესოდაც გაატარებს და ვნებიანადაც.

მშვილდოსანი

თუ კარგი იუმორის გრძნობა გაქვთ, თუ გიყვართ გართობა და თავგადასავლები, მისი ყურადღების მიღმა არ დარჩებით. თქვენ უნდა აღფრთოვანებული იყოთ მისით. კიდევ ერთი, მიეცით საშუალება, რომ იამაყოს თქვენით.

თხის რქა

ტრადიციული ცხოვრების წესის მომხრეა. მოეწონებით, თუ მიხვდება, რომ იცავთ გარკვეულ წესებს. ეს შეიძლება იყოს შაბათს სადილი მშობლებთან, პარასკევს ფილმის ყურება, სამშაბათს ფეხით სეირნობა სკვერში და ა.შ. ერთად დადგენილი ტრადიციები და წესები კიდევ უფრო შეგაკავშირებთ ერთმანეთთან.

მერწყული

დამოუკიდებელი მამაკაცია. თუ არ შეუზღუდავთ თავისუფლებას, თუ არ დაურღვევთ პირად სივრცეს, შეიძლება დაინტერესდეს თქვენით. ეცადეთ, დამოუკიდებლად გაუმკლავდეთ წამოჭრილ პრობლემებს და მაინცდამაინც მომაბეზრებელი არ იყოთ.

თევზები

უზომოდ რომანტიკულია და სურს, მის გვერდით ასეთივე ქალბატონი ჰყავდეს. შეუყვარდებით, თუ დაქორწინების შემდეგაც კი რომანტიკული აღმაფრენა არ გაქრება თქვენს კავშირში. თუ თქვენი თანაცხოვრება ლამაზი სიყვარულის ისტორიას ჰგავს, ის არასდროს მიგატოვებთ.