ცნობილი შვედი მსახიობი მაქს ფონ სიუდოვი 90 წლისა საფრანგეთში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული გამოცემა Deutsche Welle ავრცელებს.
მსახიობის გარდაცვალება მისმა ცოლმა კატრინ ბრელემ დაადასტურა.
მაქს ფონ სიუდოვი შვედური კინემატოგრაფის ლეგენდად მიიჩნეოდა. მან ლეგენდარული კინორეჟისორის ინგმარ ბერგმანიოს 11 ფილმში ითამაშა.
მაქს ფონ სიუდოვი ბოლო წლების ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ სერიალში „სამეფო კარის თამაშებშიც“ მონაწილეობდა. იგი „სამთვალა ყორნის“ როლს ასრულებდა რამდენიმე სეზონის განმავლობაში.