კორონავირუსის გამო პარიზში მადონას კონცერტი გაუქმდა

კორონავირუსის გამო პარიზში მადონას კონცერტი გაუქმდა

კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ ამოქმედებული ზომების გამო პარიზში მადონას კონცერტი გაუქმდა, რომელიც 10 და 11 მარტს იყო დაგეგმილი.

ამის შესახებ საკონცერტო დარბაზ Grand Rex-ის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

„სამთავრობო განკარგულების თანახმად, რომელიც კრძალავს 1000-ზე მეტი ადამიანის მონაწილეობით შეკრებებს, ჩვენ სინანულით ვაცხადებთ MADAME X-ის ბოლო ორი შოუს გაუქმების შესახებ“, - ნათქვამია განცხადებაში.

ორგანიზატორები ასევე აღნიშნავენ, რომ ბილეთების შეძენისთვის გადახდილ ფულს უკან დააბრუნებენ.