უგემრიელესი და განსხვავებული სადილი

უგემრიელესი და განსხვავებული სადილი

ინგრედიენტები

მოხარშული საქონლის ხორცი - 500 გრ

კარტოფილი - 2 კგ

რძე - 1 ლ

კარაქი - 150 გრ

მუსკატის კაკალი - მწიკვი

მარილი და შავი წიწაკა - გემოვნებით

მომზადების წესები

გავატაროთ მოხარშული ხორცი,  შევაზავოთ  მარილით, შავი  წიწაკით, უცხო  სუნელით და ყვითელი  ყვავლით.

გავაკეთოთ  კარტოფილის  პიურე.

კრემ-ბეშამელი:  ქვაბში, დაბალ ცეცხლზე გავადნოთ 100გრ. კარაქი, ჩავყაროთ ფქვილი და ვურიოთ გამუდმებით ხის კოვზით. პატარა პორციებად ჩავასხათ 300მლ. ცივი რძე და ისევ ვურიოთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. თანდათან დავამატოთ დანარჩენი რძეც.

მივიყვანოთ სოუსი ადუღებამდე და გავაჩეროთ კიდევ 5 წუთი დაბალ ცეცხლზე და გადმოვდგათ. მოვაყაროთ მარილი, პილპილი და მუსკატის კაკალი. ჩავაგდოთ სოუსში 50გრ. კარაქი, მოვურიოთ და დავახუროთ თავსახური. სოუსის  უნდა გამოვიდეს ერთგვაროვანი

ცეცხლგამძლე  ჭურჭელის  ძირზე  მოვაფინოთ ჯერ  ხორცი,  შემდეგ  კი  კარტოფილის  პიურე, თავზე მოვასხათ  კრემ-ბეშამელი  და  შევდგათ  180  გრადუსზე  გახურებულ ღუმელში  15-20  წუთი.