ანჟელიკა ეკრანს უბრუნდება

ანჟელიკა ეკრანს უბრუნდება

წინა საუკუნის 60-იან წლებში, მომხიბვლელი ფრანგი ლამაზმანი ანჟელიკას თავგადასავლების შესახებ გადაღებული ფილმები დიდი პოპულარობით სარგებლობდა.

მიშელ მერსიესა და რობერტ ოსეინის მიერ განსახიერებული დაუვიწყარი პერსონაჟები უფროსი თაობის ადამიანებს დღემდე კარგად ახსოვთ.

ანჟელიკას ხიფათიანი ცხოვრების შესახებ შექმნილი პირველი სურათი 1964 წელს გამოვიდა. 1968 წლამდე ამ გმირზე კიდევ ოთხი ფილმი გადაიღეს.

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ფრანგმა კინორეჟისორმა არიელ ზეიტუნმა წარსულში დაბრუნება გადაწყვიტა და პოპულარული სერიალის რიმეიკის გადაღება დაიწყო. სურათში ანჯელიკას როლს მსახიობი ნორა არნეზედერი შეასრულებს.

სურათი „ანჟელიკა ანგელოზების მარკიზა“ მსოფლიოს კინოეკრანებზე მომავალი წლის შემოდგომაზე გამოვა.